"ამ წელს ვერ მოვახერხეთ ჩვენი ტრადიციული ერთობლივი დაბადების დღეების აღნიშვნა… მაგრამ ამის დროც დაბრუნდება" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილს, ქეთევან გორჯესტანს სოციალური ქსელით დაბადების დღეს ულოცავს და წერს:
"ამ წელს ვერ მოვახერხეთ ჩვენი ტრადიციული ერთობლივი დაბადების დღეების აღნიშვნა… მაგრამ ამის დროც დაბრუნდება და ზეიმის დროც. გილოცავ" - წერს ზურაბიშვილი.
ქეთევან გორჯესტანი ჟურნალისტია და ამჟამად ამერიკაში მუშაობს. მისი ძმა, თემურ გორჯესტანი ქეთევანზე 2 წლით უფროსია. მათი მამა წარმოშობით ქართველია - ნიკოლოზ გორჯესტანი. დღევანდელი გორჯესტანები გუგუშვილები იყვნენ. გააგრძელეთ კითხვა