დუბაის ყველაზე სასტიკ წვეულებას "შეწირული" მოდელი - რა არის ცნობილი დუბაიში გარდაცვლილ 20 წლის უკრაინელ მარია კოვალჩუკზე
დუბაიში დაკარგული 20 წლის უკრაინელი მოდელი, მარია კოვალჩუკი, გზის პირას მძიმე დაზიანებებით და მრავალი მოტეხილობით იპოვეს. მისი ახლობლების თქმით, ის შესაძლოა სექსუალურ მონობაში აღმოჩნდა.
თუმცა, გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მარია დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა. "მან მარტომ შეაღწია დახურულ სამშენებლო მოედანზე და იქიდან გადავარდა," – განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ.
ახალგაზრდა ქალი ემირატებში ესკორტის მომსახურებით ირჩენდა თავს. გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე წვეულების შემდეგ, მან გაქცევა სცადა, თუმცა, კლიენტებმა მასზე სასტიკად იძალადეს და გააუპატიურეს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მარია თავის დაბადების დღეზე ადგილობრივი შეიხების წვეულებაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის უცნობ მამაკაცებთან ერთად წავიდა.
"9 მარტს, 20 წლის იუბილეზე, მარია კოვალჩუკი შეიხების წვეულებაზე იმყოფებოდა. მეორე დღეს მან დედას დაურეკა და უთხრა, რომ დღის განმავლობაში ერთ-ერთ სასტუმროში უცნობ პირებთან ერთად იქნებოდა. დედის თქმით, მისი ხმა დაბნეული იყო. ამის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოსულა," – აცხადებს წყარო.
თუმცა, მიმდინარე საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა. გავრცელებული ცნობებით, მარია, სავარაუდოდ, გავლენიანი არაბების წვეულებაზე ვერ მოხვდებოდა, რადგან იქ მხოლოდ მაღალი მოდელის პარამეტრებით გამორჩეული გოგონები დაიშვებოდნენ. გააგრძელეთ კითხვა