საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს სომხეთს დაუპირისპირდება - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს სომხეთს დაუპირისპირდება

"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრას "დინამო არენა" უმასპინძლებს, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

"ინტერპრესნიუსი"