აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს: რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი? - კვირის პალიტრა

აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს: რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირა­ნის მთავ­რო­ბამ ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, მა­სიჰ ალი­ნე­ჯა­დის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის, ორი პირი და­ი­ქი­რა­ვა. მათ შო­რის ერთ-ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. 500 000 დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ მათ ნიუ იორკში მცხოვ­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი უნდა მო­ეკ­ლათ.

დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს პი­რე­ბი არი­ან ფო­ლად ომა­რო­ვი და რა­ფათ ამი­რო­ვი, რო­მელ­თა შო­რის, ფო­ლად ომა­რო­ვი არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. მათ მი­მართ ფე­დე­რა­ლურ­მა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

"ირა­ნის რე­ჟი­მის თავ­ხე­დუ­რი შეთ­ქმუ­ლე­ბა ამე­რი­კე­ლე­ბის მო­საკ­ლა­ვად და გა­სა­ჩუ­მებ­ლად, არ იქ­ნე­ბა შე­წყნა­რე­ბუ­ლი. ეს გა­ნა­ჩე­ნი აჩ­ვე­ნებს იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მო­ძებ­ნოს და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს ის, ვინც საფრ­თხეს უქ­მნის ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს და ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ჩვენ ახლა ერთი დიდი ნა­ბი­ჯით მი­ვუ­ახ­ლოვ­დით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას“, - აცხა­დებს დე­პარ­ტა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ომა­რო­ვი და ამი­რო­ვი იყ­ვნენ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის, the Organization-ის მა­ღა­ლი რან­გის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ მა­სიჰ ალი­ნე­ჯა­დის მოკ­ვლის საქ­მე­ზე და ისი­ნი მოქ­მე­დებ­დნენ ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გვარ­დი­ის მი­თი­თე­ბით. წაიკითხეთ ვრცლად