სომხეთის კარში ავტოგოლი გავიდა - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიში გახსნა
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიში გახსნა. სომხეთის ნაკრების კარში გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
შეხვედრა "დინამო არენაზე” მიმდინარეობს.
საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.