ინციდენტი გულშემატკივრებს შორის, სტადიონზე შეჭრილი მაყურებელი და მატჩის ემოციური დასასრული (ფოტო/ვიდეო) - კვირის პალიტრა

ინციდენტი გულშემატკივრებს შორის, სტადიონზე შეჭრილი მაყურებელი და მატჩის ემოციური დასასრული (ფოტო/ვიდეო)

(VIDEO) რა მოხდა მატჩის შემდეგ - ცუდი ამბავი: შეიძლება სანქციები დაგვეკისროს

„დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ "ერთა ლი­გის" "პლეი ოფის" სა­პა­სუ­ხო მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა სომ­ხე­თი ან­გა­რი­შით 6:1 და­ა­მარ­ცხა და B დი­ვი­ზი­ონ­ში ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

დღე­ვან­დელ მატჩში გო­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: 1:0 არო­ი­ა­ნი (სა­კუ­თარ კარ­ში, მე­ო­თხე წუთ­ზე), 2:0 მი­ქა­უ­ტა­ძე (14-ე წუთ­ზე), 3:0 ჩაკ­ვე­ტა­ძე (23-ე წუთ­ზე), 4:0 კი­ტე­იშ­ვი­ლი (27-ე წუთ­ზე), 5:0 მი­ქა­უ­ტა­ძე (35-ე წუთ­ზე). 5:1 სე­ვი­კი­ა­ნი (48-ე წუთ­ზე). 6:1 კვა­რა­ცხე­ლია (63 წუთ­ზე).

486424638-434383643070164-2894371182784686391-n-72825-1742750998.jpg

მატ­ჩი დი­ნა­მოს სტა­დი­ონ­ზე 18:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

თა­მა­შის და­წყე­ბი­დან მე­ო­თხე წუთ­ზე, პირ­ვე­ლი ავ­ტო­გო­ლი სომ­ხე­ბის კარ­ში არო­ი­ანს ჩა­ეთ­ვა­ლა. მა­ლე­ვე, 14-ე წუთ­ზე, მორე გოლი შე­აგ­დო გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ. მე­სა­მე გოლი კი 23-ე წუთ­ზე გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძემ და­ა­მა­ტა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თითო - თითო გოლი კი­დევ გა­ი­ტა­ნეს კი­ტე­იშ­ვილ­მა და მი­ქა­უ­ტა­ძემ - სა­ბო­ლოო ჯამ­ში პირ­ველ ტა­იმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი სომ­ხეთს 5:0 ამარ­ცხებ­და.

486208763-674765785012068-7609663166095945278-n-1-72549-1742750998.jpg

გან­მე­ო­რე­ბი­თი მატ­ჩის პირ­ველ ტა­იმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი სომ­ხეთს ან­გა­რი­შით 5:1 ამარ­ცხებ­და. შეხ­ვედ­რის მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა, სე­ვი­კი­ან­მა ან­გა­რიშ­ში სხვა­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა შეძ­ლო.

თუმ­ცა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ 62-ე წუთ­ზე მე­ექ­ვსე გოლი გა­ი­ტა­ნა და სხვა­ო­ბა კი­დევ უფრო გა­ზარ­და.

სა­ბო­ლო­ოდ შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით, 6:1 დას­რულ­და.

9:1 ორი მატ­ჩის ჯამ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა სომ­ხეთს ისევ და­მა­ჯე­რებ­ლად მო­უ­გო და B დი­ვი­ზი­ონ­ში ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა

შეხ­ვედ­რის და­სას­რულს უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენტს ჰქონ­და ად­გი­ლი.გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ისი­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და პო­ლი­ცი­ამ გა­ა­რი­და ერ­თმა­ნეთს.

მატჩს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად, ეს­წრე­ბო­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ პა­ში­ნი­ა­ნი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები