შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა 500 000 დოლარის სანაცვლოდ - აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს - კვირის პალიტრა

შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა 500 000 დოლარის სანაცვლოდ - აშშ-ში საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირა­ნის მთავ­რო­ბამ ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, მა­სიჰ ალი­ნე­ჯა­დის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის, ორი პირი და­ი­ქი­რა­ვა. მათ შო­რის ერთ-ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. 500 000 დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ მათ ნიუ იორკში მცხოვ­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი უნდა მო­ეკ­ლათ.

დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს პი­რე­ბი არი­ან ფო­ლად ომა­რო­ვი და რა­ფათ ამი­რო­ვი, რო­მელ­თა შო­რის, ფო­ლად ომა­რო­ვი არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. მათ მი­მართ ფე­დე­რა­ლურ­მა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

screenshot-2025-03-23-213828-1742751524.png

40 წლის ფო­ლად ომა­რო­ვი ცნო­ბი­ლია ასე­ვე რო­გორც არაზ ალი­ე­ვი, ფო­ლად ქაქა და ჰაჯი ქაქა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­ა­სა­მარ­თლეს შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის. მათ მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი კი 17 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ცხად­დე­ბა. გააგრძელეთ კითხვა