"დღეს დედას დაბადების დღე იყო და შევპირდი რომ მისთვის გოლს გავიტანდი" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე
„დინამო არენაზე“ "ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: 1:0 აროიანი (საკუთარ კარში, მეოთხე წუთზე), 2:0 მიქაუტაძე (14-ე წუთზე), 3:0 ჩაკვეტაძე (23-ე წუთზე), 4:0 კიტეიშვილი (27-ე წუთზე), 5:0 მიქაუტაძე (35-ე წუთზე). 5:1 სევიკიანი (48-ე წუთზე). 6:1 კვარაცხელია (63 წუთზე).
მაყურებელს არ გამორჩენია გიორგი მიქაუტაძის ჟესტი, მან გოლის გატანის შემდეგ მაისური აიწია, გოლი დედას მიუძღვნა და დაბადების დღე მიულოცა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა თავად გააკეთა კომენტარი:
"დღეს დედას დაბადების დღეა და გუშინ ვუთარი, რომ მისთვის გოლს გავიტანდი" - ამბობს ფეხბურთელი.
ვიდეო: ეროვნული ნაკრები