"ფეისბუქგვერდი" "ლეგენდარული ფეხბურთელები" აქვეყნებს ვიდეოს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩიდან, რომელშიც ასახულია როგორ სკანდირებს სომეხი გულშემატკივარი ფრაზას, რომელიც ქართველებმა გინებად მიიღეს და ამის გამო, მათ შორის დაპირისპირება გაჩაღდა. ისი­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და პო­ლი­ცი­ამ გა­ა­რი­და ერ­თმა­ნეთს. "კურიოზი თუ გინდა... მატჩამდე და მატჩის შემდეგ სომეხი გულშემატკივრები ამ ფრაზას სკანდირებდნენ ‘’heli stegan heraci ‘’ რაც ნიშნავს “ადექი აქაურობას მოშორდი”. სომხები ამ ფრაზით საკუთარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავდნენ, რომელიც სამთავრობო ლოჟაში იჯდა, ქართველმა გულშემატკივარმა კი აღიქვა როგორც “თქვენი დედას შ***ი”, რის შემდეგაც ქართველებმა ბოთლების სროლა და გინება დაიწყეს. მაგრამ საეჭვო ისაა, რომ პოლიცია არ იყო შესაბამისი რაოდენობით და არ იცავდნენ უსაფრთხოებას. პატივისცემა ჩვენს მეზობლებს". იხილეთ ვიდეო: