"რამდენიმე წუთში, მთლიანად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება და უსახლკაროდ დავრჩით" ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს საზოგადოების თანადგომის იმედი აქვს 14 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხეცერის თემში, ჟურნალისტ ზურაბ ქობალიას ძმის საცხოვრებელ სახლში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა და მათი ორსართულიანი ხის სახლი რამდენიმე წუთში ნაცარტუტად იქცა. სამწუხაროდ, ქობალიების 6- სულიანი ოჯახი, მათ შორის ბავშვები, ღია ცის ქვეშ დარჩნენ. დღეს ამ ოჯახს საზოგადოების დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. იმედი აქვთ, რომ ხალხი მათ გასაჭირს გულთან მიიტანს და დაეხმარებიან, რომ თავშესაფარი ჰქონდეთ და ახალი სახლის აშენება შეძლონ. ზურაბ ქობალია: - არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ ვითარებაში. ვდაგავარ ახლა ჩემი ძმის ეზოში, ვუყურებ ჩვენს ორსართულიან სახლს, რომელიც მთლიანად დამწვარი და განადგურებულია, აღარაფერია დარჩენილი. ძალიან ძნელია ამ რეალობასთან შეჯახება... ახლა ამ დამწვარი სახლის დაშლაზე და ნარჩენების გადატანაზე ვფიქრობ. რამდენიმე წუთში მთლიანად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება და უსახლკაროდ დავრჩით, დავრჩით ყველაფრის გარეშე. მადლობა ღმერთს, მსხვერპლს გადავურჩით და ბავშვები უვნებელი გამოვიყვანეთ გარეთ. ყველა შინ იყო ამ დროს. დაახლოებით საღამოს 8 საათი ხდებოდა, როცა ხანძარი გაჩნდა ქვედა სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გამაცხელებლისგან. საბოლოო დასკვნას ექსპერტები დადებენ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სწორედ იქ იყო კერა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერანაირად ვერ მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა. სახლი ხის იყო და მთლიანად გაეხვა ცეცხლის ალში. მეხანძრეები დროულად მოვიდნენ, მაგრამ უკვე ვეღარაფერს უშველიდნენ, იმდენად იყო მოდებული ყველგან, წყლის მისხმას და ჩაქრობასაც აზრი აღარ ჰქონდა. განადგურდა, ჩაიფერფლა, დანახშირდა ყველაფერი. ვერაფრის გამოტანა ვერ შევძელით და ასე დავრჩით ქუჩაში 6 ადამიანი. ვუყურებ როგორი განადგურებულია ყველაფერი და ვხვდები, თავს ზემოთ ძალა აღარ არის. სამწუხაროდ, ვერაფერს შევცლი. ცხოვრება თავიდან უნდა დავიწყოთ, ჯერ ამ ნაგავის გატანაა პრობლემა და მერე იმაზე ფიქრი, რომ სახლის მშენებელობა თავიდან უნდა დავიწყოთ. ამდენი წლის ნაშრომ-ნაჯაფიდან არაფერია დარჩენილი. - ადგილობრივი ხელისუფლება გეხმარებათ? - ყველამ იცის დღეს ჩვენი გასაჭირი. განცხადება შევიტანეთ და ახლა პასუხს ველოდებით. ამბობენ, რომ 3 000 ლარი შეიძლება მოგვცენ, ან მაქსიმუმ, 5 000 ლარი, ყველაფერი ახლა მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა ეს თანხა რას უშველის ჩვენს გასაჭირს. დღეს სოფელში სახლი დაზღვეული არავის აქვს და არც ჩვენ გვქონდა. პირველი სართული ქვის იყო, მაგრამ ეს ქვებიც მთლიანად დასაშლელია, აბსოლუტურად ყველაფერი გაპარტახდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. არანაირი ნივთი არ გვაქვს, ერთადერთი, ტელევიზორი ჩამოუგლეჯია ჩემს შვილს. საბუთებიც კი არ გვაქვს. პატარა ბავშვები იყვნენ სახლში, მთავარია ისინი გადარჩნენ. კიდევ კარგი ოჯახის წევრებს არ ეძინათ და გადავრჩით, მაგრამ ხომ იცით, როცა მერე რეალობასთან რჩები პირისპირ, უკვე სხვა რამეზე ფიქრობ. ახლა ჩვენთვის თითო ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მართლა ყველაფრის გარეშე ვართ დარჩენილები. თუ კეთილი ადამიანები დაგვიდგებიან გვერდით, კარგი იქნება, ხალხის თანადგომით უნდა წამოვდგეთ ფეხზე და ისევ თავიდან უნდა დავწყოთ ყველაფერი. ვინც ჩვენს გასაჭირს გულთან მიიტანს და დაგვეხმარება, მინდა მათ მადლობა გადავუხადო წინასწარ, ახლა მართლაც კეთილი ხალხის იმედად ვართ დარჩენილები. პ.ს. აქვე ვუთითებთ ზურაბ ქობალიას შვილის, ლევან ქობალიას პირად ნომერს და ანგარიშის ნომერს. თანადგომის მსურველებს შეუძლიათ ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ერთად დგომით შევძლებთ ქობალიების ოჯახის დახმარებას. ძალა ერთობაშია. 01007015680 პირადი ნომერი მიმღები ლევან ქობალია თიბისის ანგარიში GE89TB7812045068100008 საქართველოს ბანკი: GE73BG0000000581119803