რონალდინიო საქართველოში ჩამოდის - რა ვიდეოს ავრცელებს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი? - კვირის პალიტრა

რონალდინიო საქართველოში ჩამოდის - რა ვიდეოს ავრცელებს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი?

ლეგენდარულ ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო საქართველოს ეწვევა. როგორც სპორტსმენი გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს გულშემატკივრები მას საქართველოში 16 მაისს ნახავენ.

"გამარჯობა, 16 მაისს ყველანი შევხვდებით საქართველოში" - მიმართავს ფანებს რონალდინიო.

ინფორმაციისთვის, Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისს ლეგენდარული ბარსელონა ესტუმრება!

კატალონიური გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ ბრუნდება. GEO 11-ისა და Barça Legends-ის ამხანაგურ შეხვედრას 16 მაისს დინამო არენა უმასპინძლებს.

გულშემატკივარი მოედანზე მათთვის საყვარელ ფეხბურთელებს იხილავს. მათ შორის მთავარი ვარსკვლავი - 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, რონალდინიო იქნება.

TOP.GE