ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვაში ვიწყებ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვაში ვიწყებ. ქვეყანა, რომელიც ევროპულ გზაზე ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ჩვენს ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.