ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია და რა აკავშირებს ლეგენდარულ ოთარ გაბელიასთან? - კვირის პალიტრა

ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია და რა აკავშირებს ლეგენდარულ ოთარ გაბელიასთან?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სა და ბრი­ტა­ნუ­ლი "უო­ტფორ­დის" ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ის პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც 10 გოლი და 10 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა შე­ას­რუ­ლა.

ჩაკ­ვე­ტა­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის, ასე­ვე უც­ნო­ბია, ჰყავს თუ არა სპორ­ტსმენს რჩე­უ­ლი, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე ჭო­რე­ბი და სპორ­ტსმენს სხვა­დას­ხვა გო­გო­ნებ­თან აწყვი­ლე­ბენ...

მა­გა­ლი­თად, 2024 წლის ზა­ფხულ­ში ნაკ­რე­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აჟი­ო­ტა­ჟი მსა­ხი­ობ გო­გო­ლა კა­ლან­და­ძის შვი­ლის, ელე­ნე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს მოჰ­ყვა. თუმ­ცა რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ისი­ნი, უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან ორი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ჩაკ­ვე­ტა­ძე კი­დევ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ამ­ჯე­რად ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­თი, რო­მელ­შიც წყვი­ლი მა­გი­დას­თან ცეკ­ვავს.

Ambebi.ge ეცა­და გა­ერ­კვია, ვინ არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც "ჩაკ­ვეს­თან" ერ­თად ვი­დე­ო­ში ჩანს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცით, ის წარ­მო­შო­ბით ზუგ­დი­დე­ლი ნუცა კვირ­კვი­აა. გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ჩაკ­ვეს­თან" ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე წერს: "ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ჩაკი".

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, ისი­ნი ნამ­დვი­ლად მე­გობ­რე­ბი არი­ან. ნუცა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, უყ­ვარს სპორ­ტი. ალ­ბათ ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის ოთარ გა­ბე­ლი­ას დის შვი­ლიშ­ვი­ლია. ნუ­ცას ბებო ცნო­ბი­ლი გი­ნე­კო­ლო­გო იყო, ბა­ბუა ქი­რურ­გი.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო