ავარია გაზსადენზე - თბილისში 12000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა - კვირის პალიტრა

ავარია გაზსადენზე - თბილისში 12000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

დღეს, 25 მარტს, 11:00 საათზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გაზსადენის დაზიანების გამო - ისნის, ნავთლუღის, მეტრომშენისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაზის მიწოდება ავარიულად 12 000 აბონენტს შეუწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„გაზმომარაგება შეუწყდა როგორც საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებს, ისე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: ქუჩები და უბნები:დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის (ახლანდელი ლეხ კაჩინსკის), შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, იზაშვილის, ხაჩატურიანის და სხვა მიმდებარე ქუჩები. მეტრო "ისნის" მიმდებარე ობიექტები:"სოკარის" გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობა. სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები:

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სამედიცინო დაწესებულებები, კომერციული ობიექტები, რესტორნები და საცხოვრებელი კომპლექსები.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 14:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.გთხოვთ, გაითვალისწინოთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. იყავით ყურადღებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"