"ამხელა პუბლიკის წინაშე გასვლა, გიოს დიაგნოზიდან გამომდინარე, გამოწვევა იყო..." - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც მიქაუტაძესთან ერთად გავიდა "დინამო არენაზე" - კვირის პალიტრა

"ამხელა პუბლიკის წინაშე გასვლა, გიოს დიაგნოზიდან გამომდინარე, გამოწვევა იყო..." - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც მიქაუტაძესთან ერთად გავიდა "დინამო არენაზე"

კვი­რას, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბის თა­მაშს ვინც ადევ­ნებ­დით თვალს, აუ­ცი­ლებ­ლად და­გა­მახ­სოვ­რდე­ბო­დათ პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე გი­ორ­გი (ჟორჟ) მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან ერ­თად გა­ვი­და მო­ე­დან­ზე და ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა. რო­გორც ეთე­რი­სას ჩან­და, ბი­ჭუ­ნას სცი­ო­და და ჟორჟ­მა თა­ვი­სი ქურ­თუ­კი ჩა­აც­ვა...

11 წლის გი­ორ­გი ძი­გავა თბი­ლისში ცხოვ­რობს, ჰყავს მშობ­ლე­ბი და უმ­ცრო­სი და, რო­მე­ლიც იმ დღეს სტა­დი­ონ­ზე მდგომ ძმას, დე­დას­თან ერ­თად კუ­ლი­სებ­ში ელო­და. მაკა ფა­სუ­აშ­ვი­ლი გიოს დე­დაა. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა, თუ რო­გორ გა­ა­ბედ­ნი­ე­რა 11 წლის თბი­ლი­სე­ლი ბიჭი ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ­თან შეხ­ვედ­რამ.

- მაკა, რო­გორ მოხ­ვდა გიო სტა­დი­ონ­ზე.

- გი­ორ­გი აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე ბავ­შვია. და­დის ფეხ­ბურთზე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დია, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბის ქვეშ "ააიპ ვო­რი­ო­სი“. ჩვე­ნი ტრე­ნე­რია გიორ­გი ცი­ხი­სე­ლი. გიო თა­ვი­დან ბურ­თით არ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და და მე­სა­მე წე­ლია გი­ორ­გი მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­აყ­ვა­რა ფეხ­ბურ­თი. გააგრძელეთ კითხვა