კობახიძე, პაპუაშვილი და ყაველაშვილი “ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად პარაკლისზე სიონის საკათედრო ტაძარში (ფოტოები) - კვირის პალიტრა

კობახიძე, პაპუაშვილი და ყაველაშვილი “ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად პარაკლისზე სიონის საკათედრო ტაძარში (ფოტოები)

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, მი­ხელ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან ერ­თად, სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პა­რაკ­ლისს და­ეს­წრო.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ავ­რცე­ლებს.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან ერ­თად, სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პა­რაკ­ლისს და­ეს­წრო.

პა­რაკ­ლი­სი სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად აღავ­ლი­ნა.

პა­რაკ­ლი­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მე­უ­ფე შიომ მრევლს ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა, ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის დღე მი­უ­ლო­ცა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ფოტოები იხილეთ ბმულზე