"მშე­ნე­ბა­რე კე­დე­ლი ჩა­მო­ინ­გრა" - ტრაგედია დატრიალდა თბილისში, რომელსაც 30 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"მშე­ნე­ბა­რე კე­დე­ლი ჩა­მო­ინ­გრა" - ტრაგედია დატრიალდა თბილისში, რომელსაც 30 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

მთაწ­მინ­დის პარ­კის პარ­კინგთან არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა სა­დაც, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად შე­დის, ჩა­ინ­გრა. გარ­და­იც­ვა­ლა ერთი და და­შავ­და ორი ადა­მი­ა­ნი. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს. და­ღუ­პუ­ლია 30 წლის რუს­თა­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა, ლე­ვან დვა­ლი.

"მშე­ნე­ბა­რე კე­დე­ლი ჩა­მო­ინ­გრა და მოყ­ვნენ. სამ­ნი არი­ან მო­ყო­ლი­ლი, ჩემი შვი­ლის ძმა­კა­ცი და­ღუ­პუ­ლია და ორი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან. და­ღუ­პუ­ლი მორ­გში ჰყავთ, - ამ­ბობს ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის დედა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.