"ძალიან მინდა ამ სამყაროს ისევ ვხედავდე" - რას წერს მარიამ ტატანაშვილი, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება?
საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მარიამ ტატანაშვილის ისტორია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოყვა და ექიმებს არც კი ეგონათ, თუ ის კომიდან გამოსვლას შეძლებდა.
(წაიკითხეთ მარიამის შესახებ - "დარტყმის შემდეგ "ბექა, მიშველე!"-ს ვყვიროდი, შემდეგ კი - "მიშველეთ, თვალები მეწვის და ვერაფერს ვხედავ"-ს. 2 კვირა ვიყავი კომაში, მერე ხელოვნური მართვის აპარატზე..."
ასევე დაგაინტერესებთ: "ყველაზე მეტად მინდა გავიგო, რატომ მიმატოვა შეყვარებულმა და რას ფიქრობს ჩემზე" - 20 წლის გოგონას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
მარიამი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:
"მე ვარ 22 წლის მარიამ ტატანაშვილი. 3 წლის წინ როდესაც მეგობრებთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი, მანქანა ტრაილერს შეეჯახა.
ჩემი მდგომარეობის სიმძიმის გამო ექიმებს არ ეგონათ რომ კომიდან გამოვიდოდი.
დამჭირდა 12 ოპერაცია, მათ შორის:
მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ამპუტაცია;
მარჯვენა ფეხის ხუთივე თითის ამპუტაცია;
წვივის მოტეხილი ძვლების რკინებით აწყობა;
სახის თითქმის ყველა ძვალის ხელოვნურით ჩანაცვლება;
და ა.შ...
ერთი თვალის ამპუტაცია მაქვს გაკეთებული, მეორე თვალში კი თითქმის 100 პროცენტით მაქვს დაქვეითებული მხედველობა.
ძალიან მინდა რომ ამ სამყაროს ისევ ვხედავდე. ამის დიდი იმედი მომცა ჩემმა ექიმმა და ამ ეტაპზე ჩემი თვალის ოპერაციისთვის ვაგროვებ თანხას, რომ კვლავ დავინახო სამყარო...
ჩემი გვერდი შევქმენი იმისთვის, რომ ჩემს შესახებ მოგიყვეთ ისტორიები, განახოთ ჩემი ყოველდღიურობა და უდიდეს მადლობა გიხდით ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა და გვერდში მიდგეხართ.
ყოველი თქვენგანისგან ჩემს მიმართ წამოსული თბილი დამოკიდებულება და ყურადღება უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ ვიბრძოლო ახალი ცხოვრების დაწყებისთვის.
სიყვარულით, მარიამი.
#GE12TB7113845068100026 ტბს მიმღები შორენა ზიზიაშვილი
#GE62BG0000000162441132 საქართველო მიმღები მარიამ ტატანაშვილი