"პოლიციაში დავრეკე ჩემი 2 ჯარიმის მოსაკითხად და მითხრეს, რომ 2 კი არა, 4 ჯარიმა მქონია... ბიუჯეტს 20 000 ლარით არ უნდა ვავსებდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვაპროტესტებ" - რას ამბობს მსახიობი ნია გუგავა - კვირის პალიტრა

"პოლიციაში დავრეკე ჩემი 2 ჯარიმის მოსაკითხად და მითხრეს, რომ 2 კი არა, 4 ჯარიმა მქონია... ბიუჯეტს 20 000 ლარით არ უნდა ვავსებდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვაპროტესტებ" - რას ამბობს მსახიობი ნია გუგავა

მსა­ხი­ო­ბი ნია გუ­გა­ვა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ა­ში ჯა­რი­მის თე­მა­ზე და­რე­კა, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ 2-ის ნაც­ვლად, მის სა­ხელ­ზე 4 ჯა­რი­მა იყო გა­მო­წე­რი­ლი, თუმ­ცა და­მა­ტე­ბით კი­დევ 2 ჯა­რი­მის შე­სა­ხებ მას შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მის­ვლია.

ნია გუ­გა­ვა, რო­მე­ლიც პრო­ტეს­ტის და­წყე­ბის დღი­დან აქ­ცი­ებ­ში ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, ოთხი­ვე­ჯერ გზის გა­და­კეტვის მო­ტი­ვი­თაა და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი.

"დღეს დი­ლით პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კე ჩემი ორი ჯა­რი­მის მო­სა­კი­თხად, რაც ფოს­ტას დღემ­დე არ მო­უ­ტა­ნია. მი­თხრეს, რომ 2 კი არა, 4 ჯა­რი­მა მქო­ნია, რა­ზეც ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და. კი­თხვა­ზე თუ რა­ტომ არ მაც­ნო­ბეს ორი ჯა­რი­მის თა­ო­ბა­ზე, პა­სუ­ხი არ აქვთ…

რა­ტომ­ღაც სა­სა­ცი­ლო გახ­და ეს თემა ხალ­ხის­თვის, მაგ­რამ მე ნამ­დვი­ლად არ მე­ცი­ნე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 20 000 ლა­რით არ უნდა ვავ­სებ­დე მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვაპ­რო­ტეს­ტებ, აქ­ცი­ა­ზე ვდგა­ვარ და ხმას ვი­ღებ. ყვე­ლა კუ­თხე­ში უსა­მარ­თლო­ბაა, ერთი მე­ო­რე­ზე უა­რე­სი, და ჩემი გული ვე­ღარ უძ­ლებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემი მე­გობ­რის ფონ­დი და­ა­ყა­და­ღეს, გა­მო­ძი­ე­ბაა და­წყე­ბუ­ლი. ამ წუ­თას სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში ვზი­ვარ, სა­დაც ჩემი მე­გობ­რი­სა და სხვა ბი­ჭე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს - მათ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, არ­ცერთ საქ­მე­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას არ გა­აჩ­ნია სამ­ხი­ლი ან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - არ აქვთ, რად­გან უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს ასა­მარ­თლე­ბენ…რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ პო­ლი­ცი­ამ ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი სა­კუ­თარ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 45 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა…

ყო­ველ დღე, ყო­ველ წუთს უსა­მარ­თლო­ბას ვა­წყდე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ხალ­ხის სი­ჩუ­მეს გან­ვიც­დი,რო­დის და რო­გორ გაქ­რა ხალ­ხში სო­ლი­და­რო­ბის გან­ცდა, რა მო­მენ­ტი­დან და­ვი­წყეთ შე­გუ­ე­ბა?!მ ონურ მორ­ჩი­ლე­ბა­ში ცხოვ­რე­ბას ვე­გუ­ე­ბით?! ბი­ძი­ნას ხუშ­ტუ­რებ­ზე ცხოვ­რე­ბას ვე­გუ­ე­ბით?! ხალ­ხის ცე­მა­ზე, დევ­ნა­ზე, შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე თვალს ვხუ­ჭავთ?! თვალს ვხუ­ჭავთ რეპ­რე­სი­ებ­ზე?! ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის თე­ატ­რე­ბი­დან,სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გაგ­დე­ბა­ზე თვალს ვხუ­ჭავთ?! ასე­თი ხალ­ხი ვართ?!

ამ­ხე­ლა იმედ­გაც­რუ­ე­ბის, ბრა­ზის და გუ­ლის ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად ვცდი­ლობ, რომ იმე­დი არ დავ­კარ­გო… რო­დე­საც ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, იმე­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მჯე­რა, რომ ეს სი­ჩუ­მე დრო­ე­ბი­თია და ხალ­ხი აუ­ცი­ლებ­ლად გა­იღ­ვი­ძებს. ყვე­ლა უსა­მარ­თლო­ბას აქვს და­სას­რუ­ლი, და ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი.

ჯი­უ­ტად მწამს, რომ ამ ბრძო­ლის და­სას­რუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ჩვე­ნი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბაა!"

ambebi.ge