დაშორდნენ თუ არა მარიამ კეკუა და ოლიმპიური ჩემპიონი: "ჩემი გული თავისუფალი არ არის... ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა..."
24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ზაფხულში ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მაშინ პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფის შემდეგ, პირველად გამოჩნდა საჯაროდ მისი შეყვარებული მარიამ კეკუა. გოგონამ სპორტსმენს ჯერ კიდევ 26 ივლისს დაბადების დღეზე ჩააკითხა.
ბრწყინვალე მოგების შემდეგ გადაღებული კადრები, შეყვარებულის ემოციები და ჩახუტება სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. საფეხბურთო წარმატების შემდეგ, ალბათ, არავის აღარ უკვირს, რომ ლეგენდარულ სპორტსმენებს მნიშვნელოვანი მატჩების დროს თან ახლავთ ცოლები, შეყვარებულები, მეგობარი გოგონები.
თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა წყვილს "ინსტაგრამზე" ერთმანეთი გამოწერილი აღარ ჰყავს, ასევე, მათ სოციალურ ქსელში აღარ იძებნება ერთობლივი ფოტოები ან ვიდეოები. ამ თემაზე დასმულ კითხვას მარიამმა, რომელიც მოდელია, "დღის პოსტში მოკლედ უპასუხა:
"ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა პირადზე არ ვაპირებ საუბარს. თუმცა, ჩემი გული თავისუფალი არ არის... რაც შეეხება ზოგადად ურთიერთობას, ჩემთვის სამი რამ არის მთავარი, ეს არის ერთგულება, პატივისცემა და ნდობა. ნდობა თუ არ არის ურთიერთობაში, ურთიერთობას აზრი არ აქვს" - თქვა მარიამმა.