ფრან­გი რე­ჟი­სო­რის, ოლი­ვიე ასა­ი­ა­სის მო­მა­ვა­ლი ფილ­მის, "კრემ­ლის ჯა­დო­ქა­რი", გა­და­ღე­ბე­ბი ევ­რო­პა­ში და­ი­წყო. ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ისე­თი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: პოლ დანო, ალი­სია ვი­კან­დე­რი, ჯუდ ლოუ, ზაკ გა­ლი­ფი­ა­ნა­კი­სი, ტომ სტა­რი­ჯი. ინ­ტერ­ნეტ­ში გა­და­ღე­ბი­დან ჯუდ ლოუს კად­რი გავ­რცელ­და, რო­მელ­მაც პუ­ტი­ნის როლი მო­ირ­გო. ვარ­სკვლა­ვი პუ­ტინს ძა­ლი­ან მიმსგავ­სე­ბუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ლოუ ადრე აღ­ნიშ­ნავ­და, ამ რო­ლის მი­ღე­ბის გამო შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფილ­მის წარ­მო­ე­ბი­სას ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რით, პუ­ტი­ნის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფილ­მი გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც რუსი ლი­დე­რის ასახ­ვის­თვის ციფ­რულ მა­კი­აჟ­სა და ე.წ. “დი­ფ­ფე­იქს” იყე­ნებ­და. ფილ­მი 60-ზე მეტ კი­ნო­თე­ატ­რში აჩ­ვე­ნეს, თუმ­ცა მას თით­ქმის არა­ვინ დას­წრე­ბია. გი­უ­ლი­ა­ნო და ემ­პო­ლის ბესტსე­ლერ­ზე დაყ­რდნო­ბით, “კრემ­ლის ჯა­დო­ქა­რი” რუ­სეთ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის აღ­ზე­ვე­ბას აღ­წერს. წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები ბმულზე