ჯუდ ლოუ ვლადიმერ პუტინის როლში: ფილმის “კრემლის ჯადოქარი” გადაღებები დაიწყო - რა ხდება ცნობილი?
ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის მომავალი ფილმის, "კრემლის ჯადოქარი", გადაღებები ევროპაში დაიწყო. ფილმში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: პოლ დანო, ალისია ვიკანდერი, ჯუდ ლოუ, ზაკ გალიფიანაკისი, ტომ სტარიჯი.
ინტერნეტში გადაღებიდან ჯუდ ლოუს კადრი გავრცელდა, რომელმაც პუტინის როლი მოირგო. ვარსკვლავი პუტინს ძალიან მიმსგავსებულია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ლოუ ადრე აღნიშნავდა, ამ როლის მიღების გამო შეშინებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის წარმოებისას ხელოვნური ინტელექტი არ იქნება გამოყენებული. რამდენიმე თვის წინ, უკრაინის მხარდაჭერით, პუტინის ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა, რომელიც რუსი ლიდერის ასახვისთვის ციფრულ მაკიაჟსა და ე.წ. “დიფფეიქს” იყენებდა. ფილმი 60-ზე მეტ კინოთეატრში აჩვენეს, თუმცა მას თითქმის არავინ დასწრებია.
გიულიანო და ემპოლის ბესტსელერზე დაყრდნობით, “კრემლის ჯადოქარი” რუსეთში ვლადიმერ პუტინის აღზევებას აღწერს.
წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები ბმულზე