პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”.

ამასთან, “ძალა სტუდენტების ერთობაშია!” - ამ ლოზუნგით პროტესტის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები შეუერთდნენ.

ასევე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეები.

მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 3-თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

"ინტერპრესნიუსი"