"გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ მა­რი­ამს და მის ოჯახს მის­ცემ­და სამ­სა­ხურს და... " - სასწაულები, რომლებიც მარიამ კოხრეიძის ცხოვრებაში გრძელდება - კვირის პალიტრა

"გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ მა­რი­ამს და მის ოჯახს მის­ცემ­და სამ­სა­ხურს და... " - სასწაულები, რომლებიც მარიამ კოხრეიძის ცხოვრებაში გრძელდება

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო 16 წლის მა­რი­ამ კოხ­რე­ი­ძის შეც­ვლილ ცხოვ­რე­ბას ადევ­ნებს თვალს. გო­გო­ნას, რო­მელ­საც ყბა-სა­ხის დე­ფექ­ტი ჰქონ­და, თურ­ქე­თის დე­და­ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში 7 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გო­გო­ნა პირ­ვე­ლად ქუ­თა­ი­სელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა დან­ტეს­მა იგი­ვე და­ვით ოქ­რო­პი­ლაშ­ვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო.

დან­ტე­სი იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მა­რი­ა­მის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ითხო­ვა. რის შემ­დე­გაც მას თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მედ გიდი სტამ­ბო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­დეა იო­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და სა­ერ­თო ძა­ლე­ბი­თა და ხალ­ხის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით შეძ­ლეს, რომ გო­გო­ნას ოც­ნე­ბა აუხ­და და 20 მარტს მა­რი­ა­მი მე­ო­რედ და­ი­ბა­და. ოპე­რა­ცია პრო­ფე­სორ­მა დოქ­ტორ­მა ალ­თან ვა­როლ­მა უსას­ყიდ­ლოდ გა­ა­კე­თა.

მა­რი­ა­მის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბე­ბის სე­რია ამით არ სრულ­დე­ბა. ახ­ლა­ხან მე­დეა იო­ბაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი კი­დევ ერთი სი­ახ­ლის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია:

"ბაუ ბაჰჩე­შე­ჰირ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დი­რექ­ტორ­მა, ჰიკ­მეთ ილ­დი­მირ­მა, მა­რი­ამს აი­პა­დი აჩუ­ქა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­სა­უბ­რეთ, გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ მა­რი­ამს და მის ოჯახს მის­ცემ­და სამ­სა­ხურს და სა­ცხოვ­რე­ბელს ბა­თუ­მის ბა­უ­ში. თუმ­ცა მე მო­ვუ­ყე­ვი მა­რი­ამ­მა სა­ა­ხალ­წლოდ რო­გორ ინატ­რა წიგ­ნე­ბი და ვუ­თხა­რი, რომ თუ შე­იძ­ლე­ბო­და სწავ­ლის მხრივ დავ­ხმა­რე­ბო­დით.

მან კი, სრუ­ლად აიღო თა­ვის თავ­ზე მა­რი­ა­მის სწავ­ლა ბა­თუ­მის ბაუს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. რის­თვი­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. გა­ი­ცა­ნით, მა­რი­ა­მის ზღაპ­რის კი­დევ ერთი გმი­რი, ჰიკ­მეთ ილ­დი­რი­მი.

რა თქმა უნდა, ბა­ტო­ნი ალ­თა­ნის მხრი­დან მოხ­და და­კავ­ში­რე­ბა. წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩემო ფე­რია გოგო, გპირ­დე­ბი, რომ სულ შენ­თან ვიქ­ნე­ბი, შენი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, რო­გორც და და მე­გო­ბა­რი".