რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და როგორია ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება მაშინ, როცა რამდენიმე თვეში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, ოპოზიცია კი მონაწილეობას არ აპირებს - ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტი­ მამუკა არეშიძე გვესაუბრება: - ოპოზიცია ამბობს, რომ არ მი­იღებს­­ თვითმმართველობის არჩევნებში მონა­წი­ლ­ე­ო­ბას, ყოველ შემთხვევაში, გადამწყვეტი ნაწილი მაინც. აპირებენ­ 31 მარტს მასშტაბური აქციის ჩატარებას­ და როგორც ამბობენ, ამ დღეს უნდა გაირკვეს საერთო სურათი, რაშიც ეჭვი მეპარება, იმიტომ, რომ აშკარაა, ოპოზიციას ძალიან უჭირს საერთო­ ენის გამონახვა. სალომე ზურაბიშვილი ის ქარიზმატული ფიგურა არ არის, რომელსაც შეუძლია ოპოზიციის გაერთიანება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ ესენი ოდესმე ერთ ფრონტად ჩამოყალიბდებიან... ეს აქცია კიდევ ერთხელ იქნება­ დემონსტრირება იმისა, რომ ქვეყანაში­ არის საპ­როტესტო მუხტი... ასეთი საპროტესტო მუხტი­ იყო ზვიად გამსახურდიას­ ზეობის პერიოდში­ და საბო­ლოოდ სიტუაცია გადატეხა შეიარაღებულმა­ ძალებმა. ღმერთმა ნუ ქნას, იგივე განმეორდეს­ ახლა. მეორე შემთ­ხვევაში, სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლოს, დიდი იყო საპროტესტო მუხტი და დასავლელი ლიდერების ძალიან მყარმა პოზიციამ გადატეხა სიტუაცია, კიდევ იმან, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლოს­ უპრეცედენტო სიტუაცია შეიქმნა ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, ასევე იყო ბევრი სხვა ფაქტორიც და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 2008 წლის ომი. მან გარკვეულ ძალებთან ერთად­ უცხოეთში,­ დავარქვათ ნეოლიბერალები, მოინდომა "ექსპერიმენტის­ ჩატარება",­ რომელიც ტრაგედიით დამთავრდა... ეს "ექსპერიმენტი" აბსოლუტურად­ მიუღებელი იყო მაშინდელი თეთრი სახლის ხელმძღვანელობისთვის. ამ ნაბიჯით სააკაშვილმა­ დაკარგა მხარდაჭერა... შეიძლება ითქვას, ახლაც ზუსტად ის ვითარებაა - თეთრი სახლის მესვეურნი მაშინაც რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის ემზადებოდნენ. ალბათ, გახსოვთ, ამან გამოიწვია­ მაშინდელი ადმინისტრაციის სააკაშვილის მიმართ ძალიან მკვეთრი პოზიცია, და ის იძულებული­ გახდა, წასულიყო. სააკაშვილი კი გაიძახის, მე არჩევნები დავნიშნე, მე გადავდექიო, მაგრამ არ ყოფილა ასე - არჩევნებში დამარცხების მერე გუნდის ზოგიერთი წევრი და თვითონ სააკაშვილიც აპირებდნენ არ შერიგებოდნენ ამას, მაგრამ 2 ოქტომბერს, ძალიან აქტიურად ჩაერია აშშ-ის მაშინდელი ელჩი და მას სხვა გზა აღარ ჰქონდა. იმის თქმა მინდა, რომ ან უნდა იყოს ჩარევა ქვეყნის გარედან, ან უნდა იყოს გამოყენებული იარაღი. - ახლა გადამწყვეტი ჩარევა არ ჩანს? - გადამწყვეტი ჩარევა საზღვარგარეთიდან არ ჩანს. გარდა ამისა, დღეს გეოპოლიტიკურად იმდენად მნიშვნელოვანია უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენები, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა, ამერიკა-ევროპის ურთიერთობა, რომ საქართველოს საკითხი უკანა პლანზეა. გარდა ამისა, "ქართული ოცნების" პროგნოზი და მათი ტაქტიკური ნაბიჯები რეალობა გამოდგა. ტრამპმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც უკვე პროგნოზირებული იყო "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მიერ. მართალია, ახლა აშშ-ის პოლიტიკა და საქართველოს პოლიტიკის უნისონი სასაცილო­ ჩანს დიდი პოლიტიკის გადმოსახედიდან, მაგრამ ასე იყო. ოპოზიციას ქმედითი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, მთავრობა პრორუსულია და გვჩაგრავსო, თან ამ პრორუსულობისა და არჩევნების გაყალბების საბუთები ვერ წარმოადგინეს... მე მქონდა საუბარი ბევრ ადამიანთან, რომლებიც თუ არ ქმნიან მსოფლიო პოლიტიკას, მის ახლოს ტრიალებენ. მათთვის შეიძლება "ქართული ოცნების" ზოგიე­რთი ქმედება საეჭვოა, მაგრამ არც ოპოზიციისაა დამაჯერებელი. ბევრად დამაჯერებელია მათთვის იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც ქუჩაში დგანან. ამას უფრო აღიქვამენ, ვიდრე იმ წერილებს, რომლებსაც ოპოზიცია ყოველდღიურად წერს... დღეს მსოფლიო აღელვებულ ზღვას ჰგავს, რომლის ტალღები ხშირ შემთხვევაში უკონტროლოა და ძალიან რთულად პროგნოზირებადია. ჩვენ კი იმის მაგივრად, ამ სიტუაციაში კონსოლიდირება მოგვეხდინა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, მაინც მივყვებით იმ ტრადიციულ გზას, რომელსაც მივყვებოდით - აუცილებლად უნდა ვუპირისპირდებოდეთ ერთმანეთს. პუტინი დაასანქცირა არა მხოლოდ ცივილიზებულმა სამყარომ, ჰააგის ტრიბუნალმაც, ის პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული და ასეთ ადამიანს ესაუბრება აშშ-ის პრეზიდენტი. ამ ფონზე საქართველოს დასანქცირება ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ კომიკურია. წაიკითხე ვრცლად