თაღლითობის დაუჯერებელი ამბავი: ქალი, რომელმაც ლეგენდარული ჰენრი კისინჯერიც გააბრიყვა - გზა მილიარდერობიდან პატიმრობამდე
ადამიანებს თაღლითობის არაერთი სქემა მოუფიქრებიათ, თუმცა ამბავი, რომლის შესახებ ახლა მოგიყვებით, თავისი მასშტაბურობით და შინაარსით სხვებისგან გამორჩეულია.
საქმე ეხება ელიზაბეთ ჰოლმსს, რომელიც წლების წინ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი იყო, რომლის ფოტოებს გავლენიანი ბიზნეს გამოცემები გარეკანზე ბეჭდავდნენ, სამყაროს გადარჩენის იმედს და "კაბიან სტივ ჯობსს" უწოდებდნენ.
რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა და ჰოლმსი დღეს ტეხასის ციხეში თაღლითობისთვის იხდის სასჯელს. სინამდვილე wall street journal-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაარკვია - აღმოჩნდა, რომ ელიზაბეთი თაღლითობის შედეგად შოულობდა მილიარდებს და თაღლითობის გამო იყო დიდების მწვერვალზე. საზოგადოებისთვის კი გაურკვეველია რა იყო ამ თაღლითობის მიზანი ბევრი ფულის შოვნა, თუ აღიარების მოპოვების სურვილი. ეს კითხვა კი იმიტომ არსებობს, რომ ჰოლმსი ისედაც შეძლებული ოჯახიდანაა.ელიზაბეთი 2023 წლიდან არის პატიმრობაში - მას 11 წლით და 3 თვით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.
ვინ არის ელიზაბეთ ჰოლმსის დიდება და მარცხი
2014 წელს, 30 წლის ასაკში ელიზაბეთი დიდების მწვერვალზე იყო, მან 19 წლისამ დააარსა კომპანია Theranos, რომლის ღირებულებამ 9 მილიარდ დოლარს მიაღწია - კომპანიაში აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის რევოლუციური მეთოდი გამოიგონეს. მათი მტკიცებით, შექმნეს ტესტი, რომელზეც სისხლის სამი წვეთის მოთავსებით შესაძლებელი იქნებოდა ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება როგორებიცაა კიბო და დიაბეტი.
2015 წლისთვის უკვე გაჩნდა ეჭვები, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ამბობდნენ და ერთ წელიწადში ჰოლმსის თაღლითობის შესახებ უკვე მთელ მსოფლიოში წერდნენ, 2018 წლისთვის კი მის მიერ დაარსებული კომპანია ჩამოიშალა.
კალიფორნიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მას 11 წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესის დროს ჰოლმსმა დაადანაშაულო თავისი ყოფილი ბოიფრენდი და ბიზნეს პარტნიორი რამეშ ბალვანი დანაშაულის ჩადენის დროს მასზე ემოციურ და სექსუალურ ძალადობაში, რაც არღვევდა მის ფსიქიკურ მდგომარეობას.
ბალვანსაც, რომელიც ახლა 59 წლისაა, თაღლითობის ბრალდება წაუყენეს და გაასამართლეს. მან ელიზაბეთის ბრალდებებს "აღმაშფოთებელი“ უწოდა.
ელიზაბეთ ჰომსი გაიზარდა კომფორტულად, შეძლებულ ოჯახში, ვაშინგტონში. ოჯახთან დაახლოებული პირების თქმით, ის თავშეკავებული ბავშვი.
წაიკითხეთ სრულად ბმულზე