Fox News - აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს - კვირის პალიტრა

Fox News - აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროზე (FBI) დაყრდნობით ავრცელებს.

Fox News-ის ცნობითვე, სამართალდამცავებმა 24 წლის ეჭვმიტანილი ვირჯინიის შტატში დააკავეს.

FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის განცხადებით, დაკავებული სალვადორული საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის (Mara Salvatrucha) ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაუსახელებია.

MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

„ახლახან MS-13-ის მთავარი ლიდერი დააკავეს. პემ ბონდიმ, კაშ პატელმა, ტომ ჰომანმა და კრისტი ნოემმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

IPN