უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, კონფლიქტის ძირეული მიზეზები უნდა აღმოიფხვრას, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ჩვენ მომხრე ვართ, რომ ყველა ეს საკითხი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, მაგრამ იმ ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, რამაც გამოიწვია დღევანდელი მდგომარეობა“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით. ამასთან, პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას გულწრფელად სურს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება. „ჩემი აზრით, შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს გულწრფელად სურს ამ კონფლიქტის დასრულება“, - განაცხადა პუტინმა "ინტერპრესნიუსი"