"ხმა ჩაიგდეთ, ფეხქვეშ გაგთელავთ, გაგანადგურებთ და..." - ფაშინიანი სომხეთის ყოფილ პრეზიდენტებს მიმართავს
"კედელთან მიგაყენებთ", "ფეხქვეშ გაგთელავთ", - ასე მიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის სამ ყოფილ პრეზიდენტს. ფაშინიანის თქმით, ასე მოიქცევა, თუ ისინი არ შეწყვეტენ მთიანი ყარაბაღის დაცემაში მის დადანაშაულებას.
აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ფაშინიანის თქმით, ლევონ ტერ-პეტროსიანი, რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარგსიანი უარს ამბობენ დებატებზე, საჯარო დისკუსიაზე და აგრძელებენ მის ლანძღვას თავიანთი პოლიტიკური მოკავშირეების მეშვეობით."თუ არ გაქვთ სალაპარაკო, გაჩერდით და ხმა ჩაიგდეთ! თუ მზად ხართ დებატებისთვის, მოდით ვისაუბროთ. გაფრთხილებთ, გაგანადგურებთ და თქვენს პოლიტიკურ ცხედრებს გაიტანენ. ეს სამივეს გეხებათ. გააგრძელეთ კითხვა