"ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირებას... დაიბოღმა და გამათავისუფლა" - რას ამბობს მამუკა ყურაშვილი თანამდებობის დატოვებაზე? - კვირის პალიტრა

"ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირებას... დაიბოღმა და გამათავისუფლა" - რას ამბობს მამუკა ყურაშვილი თანამდებობის დატოვებაზე?

გენერალმა მამუკა ყურაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წელს თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა:

"ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირებას. მე, როგორც სამხედრო მეთაური ნოხის ქვეშ და კულისების უკან რა ხდებოდა არ ვიცი. ჩამობრძანებული იყო მინისტრი, ცხინვალიდან გამოვატარე და ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა" - ამის შესახებ, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.