"5 თვის ორსული დაქვრივდა..." - კლინიკაში გარდაიცვალა 24 წლის მურმან კალანდია, რომელსაც 11 მარტს მანქანა დაეჯახა
24 წლის მურმან კალანდია, რომელსაც 11 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავტომობილი დაეჯახა, დღეს გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
"დაქვრივდა, 21 წლის, 5 თვის ორსული მეუღლე. მშობლებს მოუკვდათ უკეთილესი შვილი. სოფელმა და ქვეყანამ დაკარგა პატიოსანი მოქალაქე!...ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი!"- წერს გარდაცვლილის ახლობელი მაია კალანდია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ავარია 11 მარტს საღამოს საათებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მოხდა. ავტომობილი, რომელსაც პოლიციელი კობა კვიტანძე მართავდა ტროტუარზე მყოფ 24 წლის ახალგაზრდას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი ადგილიდან გარკვეულ მანძილზე მოისროლა.უმძიმესი დაზიანებებით ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. გააგრძელეთ კითხვა