პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ში არკვევს. პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებელად შეკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. "ინტერპრესნიუსი"