ელენე ხოშტარია დააკავეს - კვირის პალიტრა

ელენე ხოშტარია დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებელად შეკრიბნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"ინტერპრესნიუსი"