"წუ­ლუ­კი­ა­ნის ფან­ჩა­ტუ­რის ამო­ცა­ნაა, ისე­თი რა­ღაც და­წე­რონ, სა­დაც ჩვენ გა­მო­ვალთ მტყუ­ა­ნე­ბი" - კვირის პალიტრა

"წუ­ლუ­კი­ა­ნის ფან­ჩა­ტუ­რის ამო­ცა­ნაა, ისე­თი რა­ღაც და­წე­რონ, სა­დაც ჩვენ გა­მო­ვალთ მტყუ­ა­ნე­ბი"

წუ­ლუ­კი­ა­ნის ფან­ჩა­ტუ­რის ამო­ცა­ნაა, ისე­თი რა­ღაც და­წე­რონ, სა­დაც ჩვენ გა­მო­ვალთ მტყუ­ა­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ხალ­ხის­თვის-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პარ­ლა­მენ­ტში დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მი­ზა­ნია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის­თვის და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის სა­კი­თხის მომ­ზა­დე­ბა.

"ჩემს უკან ხე­დავთ პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დი­ნა­რე ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს თეას ფან­ჩა­ტუ­რის სხდო­მა. თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა სამ რა­ღა­ცას. პირ­ვე­ლი ეს არის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა, რე­ა­ლუ­რად ამ ბან­დას დღის წეს­რი­გის მხრივ არა­ფე­რი არ აქვთ, არი­ან ჩიხ­ში და იგო­ნე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს. მე­ო­რეც ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ამ­ცი­რონ ოპო­ზი­ცია, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნონ, ხა­ფან­გში მო­ამ­წყვდი­ონ, მიხ­ვალ არ მიხ­ვალ. მე­სა­მე ეს არის ის, რაც დღეს ხდე­ბა და ეს არის ჯა­რის­კა­ცებ­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე აგ­ვის­ტოს ომის გა­და­წე­რა, ეს არის ამა­თი მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ამო­ცა­ნა. აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ან­გა­რი­შე­ბი არ­სე­ბობს, კვლე­ვე­ბი არ­სე­ბობს, არის ჩვე­ნე­ბე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი დად­გე­ნი­ლია. რუ­სე­თის ომი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ დად­გე­ნი­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოკ­ვლე­უ­ლია. სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­სა­მარ­თლო­ში, ჰა­ა­გა­ში ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სამი ადა­მი­ა­ნი უკვე მი­ცე­მუ­ლია პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, ამის გა­და­წე­რის მცდე­ლო­ბა­ზეა აქ სა­უ­ბა­რი. წუ­ლუ­კი­ა­ნის ფან­ჩა­ტუ­რის ამო­ცა­ნაა, ისე­თი რა­ღაც და­წე­რონ, სა­დაც ჩვენ გა­მო­ვალთ მტყუ­ა­ნე­ბი. ეს არის უბ­რა­ლოდ შირ­მა, სი­ნამ­დვი­ლე­ში აქ იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რა. აფხა­ზე­თის­თვის და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის სა­კი­თხის მომ­ზა­დე­ბა. ეს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი სჭირ­დე­ბათ ამათ, რომ ჩვენ აღ­მოვ­ჩნდეთ აგ­რე­სო­რე­ბი და არა სა­ერ­თა­შო­რი­სო აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლე­ბი’’, - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბას პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.