"ქართული ჯარის მიმართ სიძულვილი კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველ გენერალთან დღევანდელი საუბრით"
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება:
"ქართული ჯარის მიმართ სიძულვილი კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველ გენერალთან დღევანდელი საუბრით.ზუსტად ასე ელაპარაკებიან "ეფ ეს ბეს" თანამშრომლები ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელებს. საინტერესოა, სად იყვნენ იმ დღეებში ეს "კაცები, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან კაცობაში გენერალს"?- წერს მიხეილ სააკაშვილი.