"სიტუაცია ძალიან სამწუხაროა. მთლიანად მომვლელებზეა დამოკიდებული. ვეღარ ლაპარაკობს" - რა ინფორმაცია ვრცელდება მიხაელ შუმახერის შესახებ?
F1-ის წამყვანი რეპორტიორი მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს - ფელიქს გორნერმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ლეგენდარულ მრბოლელს "ვერბალური კომუნიკაცია აღარ შეუძლია".
”სიტუაცია ძალიან სამწუხაროა. მთლიანად მომვლელებზეა დამოკიდებული. ვეღარ ლაპარაკობს. დღეს მიხაელის ნახვა 20 ადამიანს შეუძლია. ეს სწორი სტრატეგიაა. ოჯახი მაიკლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ისინი ყოველთვის მკაცრად იცავდნენ მის კონფიდენციალურობას და ეს არ შეცვლილა" - ამბობს გორნერი. გააგრძელეთ კითხვა