პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ მიანმარის სამხედრო ხუნტაზე დაყრდნობით ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები. მოსახლეობა ავრცელებდა ვიდეოებს, როგორ ინგრეოდა მათ თვალწინ შენობები. ერთ-ერთ ვიდეოში კი ჩანს, ბანკოკის ცათამბჯენი, სადაც მიწისძვრის დროს დამსვენებლები აუზში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ტა­ი­ლან­დის მთავ­რო­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აფრ­თხი­ლა, რომ მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა ახა­ლი ბიძ­გე­ბი მოხ­დეს.