(VIDEO) შოკისმომგვრელი კადრები: ძლიერი მიწისძვრის დროს დამსვენებლები აუზში იყვნენ
პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ მიანმარის სამხედრო ხუნტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები. მოსახლეობა ავრცელებდა ვიდეოებს, როგორ ინგრეოდა მათ თვალწინ შენობები.
ერთ-ერთ ვიდეოში კი ჩანს, ბანკოკის ცათამბჯენი, სადაც მიწისძვრის დროს დამსვენებლები აუზში იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტაილანდის მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში შესაძლოა ახალი ბიძგები მოხდეს.