ჩი­ნელ­მა ქი­რურ­გებ­მა ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­რა ჩა­ა­ტა­რეს. მათ პა­ცი­ენტს გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ღო­რის ღვიძ­ლი გა­და­უ­ნერ­გეს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. ოპე­რა­ცია ჩი­ნე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­სულ წელს ჩა­ტარ­და. ით­ვლე­ბა, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ღო­რის ღვიძ­ლი ადა­მი­ანს გა­და­უ­ნერ­გეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხსნის პერ­სპექ­ტი­ვას ღო­რის ღვიძ­ლის, რო­გორც "ხი­დის ორ­გა­ნოს" გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ვინც ორ­გა­ნოს ტრან­სპლან­ტა­ცი­ას ელო­დე­ბა. "ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ვცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, შე­უძ­ლია თუ არა ღო­რის ღვიძლს კარ­გად იმუ­შა­ოს ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში და შე­უძ­ლია თუ არა მას, მო­მა­ვალ­ში ჩა­ა­ნაც­ვლოს ადა­მი­ა­ნის ღვიძ­ლი,“ – გა­ნა­ცხა­და პრო­ფე­სორ­მა ლინ ვან­გმა, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ცდებს Xi Jing Hospital-ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა ჩა­უ­ტარ­და 50 წლის მა­მა­კაცს, რო­მელ­საც თა­ვის ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. გააგრძელეთ კითხვა