"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვცადეთ გაგვერკვია, შეუძლია თუ არა ღორის ღვიძლს კარგად იმუშაოს ადამიანის სხეულში" - ისტორიაში პირველად, ქირურგებმა პაციენტს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ღვიძლი გადაუნერგეს
ჩინელმა ქირურგებმა ინოვაციური პროცედურა ჩაატარეს. მათ პაციენტს გენმოდიფიცირებული ღორის ღვიძლი გადაუნერგეს, რომელიც ორგანიზმში 10 დღის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა.
ოპერაცია ჩინეთის საავადმყოფოში გასულ წელს ჩატარდა. ითვლება, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ღორის ღვიძლი ადამიანს გადაუნერგეს.
აღნიშნული ხსნის პერსპექტივას ღორის ღვიძლის, როგორც "ხიდის ორგანოს" გამოყენებისთვის იმ პაციენტებში, ვინც ორგანოს ტრანსპლანტაციას ელოდება.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვცადეთ გაგვერკვია, შეუძლია თუ არა ღორის ღვიძლს კარგად იმუშაოს ადამიანის სხეულში და შეუძლია თუ არა მას, მომავალში ჩაანაცვლოს ადამიანის ღვიძლი,“ – განაცხადა პროფესორმა ლინ ვანგმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ცდებს Xi Jing Hospital-ში.
აღნიშნული პროცედურა ჩაუტარდა 50 წლის მამაკაცს, რომელსაც თავის ტვინის მძიმე დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს. გააგრძელეთ კითხვა