ხშირად ჰოლივუდის ვარსკვლავები მდიდრულ ცხოვრებას, ბრენდულ ნივთებსა და ძვირად ღირებულ მოგზაურობებს ირჩევენ. თუმცა, ზოგიერთი მათგანს სრულიად განსხვავებული, ბევრად მოკრძალებული ცხოვრების სტილი აქვს და დღეს მათზე მოგიყვებით: კიანუ რივზი მიუხედავად დიდი შემოსავლისა, მოკრძალებულად ცხოვრობს. კიანუ რივზის ქონება 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მაგრამ ის პრივილეგიებზე უარს ამბობს და ცხოვრობს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი - დადის მეტროთი, ქუჩაში სკამზე ზის და სწრაფი კვების პროდუქტს მიირთმევს, არ ჰყავს დაცვა... მსახიობი ამბობს, რომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. როდესაც ინტერვიუებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე ეკითხებიან, ის პასუხობს: "დიახ, უნდა ვისარგებლოთ. ეს გადაადგილების ყველაზე სწრაფი გზაა." The Matrix-ის ვარსკვლავმა არაერთი რთული ეტაპი გამოიარა. წლების წინ საყვარელი ქალი დაკარგა. მისი და დიდი ხნის განმავლობაში ლეიკემიას ებრძოდა და გარდაიცვალა. ამიტომ, კიანუ რივზი შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს, ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს, მხარს უჭერს ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამას, ბავშვების კეთილდღეობას. სწორედ ამის გამო, მსახიობს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მისი ცხოვრების ფილოსოფია მარტივია: ილაპარაკე ნაკლები, აკეთე მეტი. ხშირად ამბობენ, რომ კიანუ რივზი ამ სამყაროსთვის ზედმეტად კარგი და კეთილი ადამიანია. ჯენიფერ ლოურენსი, ოსკაროსანი მსახიობი მოკრძალებულად ცხოვრობს და მაღაზიაში ფასდაკლებას ისევე ელოდება, როგორც სხვები. როდესაც ჯენიფერ ლოურენსს სარეკლამო კამპანიებსა და ფილმებში ვხედავთ, ის, როგორც წესი, ძვირად ღირებული, ბრენდული სამოსით ჩნდება და შესანიშნავად გამოიყურება. თუმცა, ოსკაროსანი მსახიობი ჩვეულებრივ ცხოვრებაში ბრენდულ ნივთებს ნაკლებად ანიჭებს უპირატესობას. მასობრივ მაღაზიებში დადის, მშვიდი ოჯახური საღამოები უყვარს და ძვირად ღირებულ რესტორნებშიც იშვიათად ვახშმობს. ჯენიფერს არასდროს დაუმალავს, რომ მდიდარი ოჯახიდან არ არის და შრომისმოყვარეობას მშობლები ბავშვობიდან აჩვევდნენ. ამიტომ, როგორც მსახიობი ამბობს, ფულის დაზოგვისა და საჭიროებისამებრ გამოყენების ჩვევა ბავშვობიდან აქვს. ლოურენსს თანხა არ ენანება, როდესაც საქმე ქველმოქმედებას ეხება. მაგალითად, მსახიობმა საკუთარ მშობლიურ ქალაქში ბავშვთა კარდიოლოგიური ცენტრის მშენებლობა სრულად დააფინანსა. წაიკითხეთ ვრცლად