"სასწრაფოდ საოპერაციო გავხდები. რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეს შრამიც უკვე შევიყვარე" - კვირის პალიტრა

"სასწრაფოდ საოპერაციო გავხდები. რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეს შრამიც უკვე შევიყვარე"

თიკა ჯამბურიას მელანომას დიაგნოზი დაუსვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მომღერალი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

"აქ ჯერ არ ვიცი, რომ რამდენიმე დღეში მელანომას დიაგნოზს დამისვამენ და სასწრაფოდ საოპერაციო გავხდები. რაც მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეს შრამიც უკვე შევიყვარე" - წერს თიკა ჯამბურია "ინსტაგრამ სთორიში" და ვიდეოს აქვეყნებს.