არსებული ინფორმაციით, ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, მცირეწლოვანი თბილისში გადმოჰყავთ
სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.
როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, დაშავებული მცირეწლოვანი თბილისში კატასტროფის ბრიგადას გადაჰყავს.
ჯერჯერობით, უცნობია, როგორია მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.