“გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე - ომი რუსეთმა დაიწყო! მტერი რუსეთია...“ - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

“გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე - ომი რუსეთმა დაიწყო! მტერი რუსეთია...“ - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, მე-4 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტის გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ 2008 წელს ომი რუ­სეთ­მა და­ი­წყო და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნალ­მა უკვე გა­მო­ი­ძია.

“ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აქვს, ახალ­გაზ­რდა სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მუდ­მი­ვი შრო­მა, სწავ­ლა, გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნა სჭირ­დე­ბა, რო­გო­რი გა­უ­გე­ბა­რიც არ უნდა იყოს, გა­მუდ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და­პი­რის­პი­რე­ბა და გარ­ჩე­ვა თე­მის, თუ ვი­ნაა მტე­რი. ამ და­პი­რის­პი­რე­ბებ­ში მტე­რი იკარ­გე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ ჩნდე­ბა მტრო­ბა, თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის მტრო­ბა. ეს უნდა მტერ­საც. ჩვენ მის სურ­ვილს ვას­რუ­ლებთ, ნა­წი­ლი შე­უგ­ნებ­ლად, ნა­წი­ლი შეგ­ნე­ბუ­ლად, ზო­გიც მდუ­მა­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი მტე­რი ჰყავ­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე. ასე­თი იყო მსოფ­ლიო ათას­წლე­უ­ლე­ბი - მტრუ­ლი.

ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში კი, ღიად, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით, თუ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი არის რუ­სე­თი და მისი პო­ლი­ტი­კა. ვინც ამ პოსტს წა­ი­კი­თხავს, სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას იტყვის, თუ გა­ი­ფიქ­რებს, მათ მინ­და ვუ­თხრა, პა­ტი­ვის­ცე­მით, გულ­წრფე­ლად-- ყო­ვე­ლი კა­მა­თი­სას, რო­მე­ლიც 2008 წელს ეხე­ბა, ყო­ვე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი­სას, რო­მე­ლიც გი­ორ­გის ეძღვნე­ბა, მე არ ვარ მხო­ლოდ მე­უღ­ლე, დედა, ოჯა­ხის წევ­რი...

ჩემ­გან, ადა­მი­ა­ნე­ბი, კი­თხვე­ბით, ზოგ­ჯერ შე­უ­კი­თხა­ვად, ელო­დე­ბი­ან პო­ზი­ცი­ას, აზრს... ხში­რად ეს და­მა­ტე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მძენს, კი­დევ მეტს, ვიდ­რე მაქვს, მი­ზეზ­თა გამო...

ბევ­რჯერ მით­ქვამს და რამ­დენ­ჯე­რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, სულ გა­ვი­მე­ო­რებ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე - ომი რუ­სეთ­მა და­ი­წყო!!! რუ­სე­თი სხვა წლებ­შიც გვე­ო­მე­ბო­და!!! მტე­რი რუ­სე­თია, რო­მე­ლიც ხში­რად იყე­ნებს სე­პა­რა­ტის­ტებს, შიდა მტრებს!!!" გააგრძელეთ კითხვა