თით­ქმის 10 წლის წინ, მაგ­და პა­პი­ძე ქმრი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში 12-მა ნა­ფიც­მა მსა­ჯულ­მა, ერ­თხმად, დამ­ნა­შა­ვედ ცნო. უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ­მა, რუს­თა­ვის #5 ცი­ხის იმ კორ­პუს­ში, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ბინა სა­მარ­ტოო სა­კან­ში და­ი­დო. უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის ათ­ვლაც 2016 წლის 6 ივ­ნისს და­ი­წყო. უვა­დო მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნით დაბ­რუნ­და - ის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი მკაც­რი რე­ჟი­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას ითხოვს. პა­პი­ძის სხდო­მის გა­და­ღე­ბა "კუ­რი­ე­რი P.S.“-მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად შეძ­ლო. ბრალ­დე­ბუ­ლი მკაც­რი პი­რო­ბე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას და და­ხუ­რუ­ლი ზო­ნი­დან ნა­ხევ­რად ღია და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დას­ვლას ითხოვს. რო­გორც მან მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა, მისი სურ­ვი­ლია ჩა­ერ­თოს ცი­ხის ყვე­ლა პროგ­რა­მა­ში, იმუ­შა­ოს და თან­ხა და­აგ­რო­ვოს. უვა­დო პა­ტი­მარს ცი­ხი­დან გას­ვლის მო­ლო­დი­ნი აქვს და წლე­ბის ფუ­ჭად გა­ტა­რე­ბა არ სურს. “მე არ ვამ­ბობ, რომ ან­გე­ლო­ზი ვარ. მე არ ვამ­ბობ, რომ უშეც­დო­მო ვარ. მაგ­რამ, ის რომ ზომ­ბად ვიქ­ცე... ჩვენ არც ინ­ტერ­ნე­ტი გვაქვს, არა­ფე­რი ხომ? ცხოვ­რე­ბა გა­დის... მინ­და, რომ დრო გა­მო­ვი­ყე­ნო ადა­მი­ა­ნუ­რად. აქე­დან რომ გა­ვალ, გა­ვი­დე ადა­მი­ა­ნი. არ მქონ­დეს გან­ცდა, რომ წლე­ბი და­მე­კარ­გა. როცა შე­იძ­ლე­ბა შენ და­საქმდე, რა­ღა­ცა და­აგ­რო­ვო, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, შემ­დგა­რი გახ­ვი­დე გა­რეთ. შე­იძ­ლე­ბა ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ის­წავ­ლო, რაც გა­რეთ ვერ ის­წავ­ლი, გა­ნა­ვი­თა­რო შენი ბიზ­ნე­სი, და­ი­წყო რა­ღა­ცა... ანუ ამის უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ხმა მეხ­ლი­ჩე­ბა ხოლ­მე სი­მარ­ტო­ვით და სი­ჩუ­მის­გან... არის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უამ­რა­ვი კურ­სე­ბი - შე­მეც­ნე­ბი­თი, სპორ­ტუ­ლი. მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, იმი­ტომ რომ ვარ და­ხუ­რულ­ში, არ მეძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და მიხ­დე­ბა გა­მო­ნაკ­ლის, იშ­ვი­ა­თი პროგ­რა­მებ­ში ისიც მარ­ტო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე­ა­თე წე­ლია სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი მაქვს თვე­ში 3-ჯერ, 15 წუ­თით. დე­დას ვუ­რე­კავ, დას ვუ­რე­კავ, წლებ­მა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ ქო­ნამ ჩახ­სნა ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი,“ - მი­მარ­თა პა­პი­ძემ მო­სა­მარ­თლე­ებს. გააგრძელეთ კითხვა