თით­ქმის 10 წლის წინ, მაგ­და პა­პი­ძე ქმრი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში 12-მა ნა­ფიც­მა მსა­ჯულ­მა, ერ­თხმად, დამ­ნა­შა­ვედ ცნო. უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ­მა, რუს­თა­ვის #5 ცი­ხის იმ კორ­პუს­ში, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ბინა სა­მარ­ტოო სა­კან­ში და­ი­დო. უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის ათ­ვლაც 2016 წლის 6 ივ­ნისს და­ი­წყო. უვა­დო მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნით დაბ­რუნ­და - ის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი მკაც­რი რე­ჟი­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას ითხოვს. პა­პი­ძის სხდო­მის გა­და­ღე­ბა "კუ­რი­ე­რი P.S.“-მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად შეძ­ლო. “ხმა მეხლიჩება ხოლმე სიმარტოვით და სიჩუმისგან... მე არ ვამ­ბობ, რომ ან­გე­ლო­ზი ვარ“ - რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი მაგდა პაპიძე? წყარო/ვიდეო: "რუსთავი 2"; "კურიერი P.S"