"კრიმინალ ერაძეს მანანა არჩვაძე საჯარო მადლობებს უძღვნიდა" - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ანა ჯაბაურზე თავდასხმას გეგმავდა - კვირის პალიტრა

"კრიმინალ ერაძეს მანანა არჩვაძე საჯარო მადლობებს უძღვნიდა" - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ანა ჯაბაურზე თავდასხმას გეგმავდა

პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ოჯახ­ში სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა, ამ­ჯე­რად მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი და ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­აა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ანა ჯა­ბა­ურ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმა აღ­კვე­თეს.

და­კა­ვე­ბუ­ლია 55 წლის მა­მა­კა­ცი, და­ვით ერა­ძე, რო­მე­ლიც ოთხჯერ იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. ის ანა ჯა­ბა­ურს ემუქ­რე­ბო­და. და­კა­ვე­ბუ­ლი მა­ნა­ნა არჩვა­ძის გა­რე­მოც­ვის წევ­რია.და­ვით ერა­ძე ანა ჯა­ბა­ურს მუ­ქა­რის მე­სი­ჯებს უგ­ზავ­ნი­და, სა­დაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და. ჯა­ბა­უ­რის თქმით, მა­მა­კა­ცი მა­ნა­ნა არჩვა­ძის დაკ­ვე­თით მოქ­მე­დებ­და. რად­გან ქალი სა­ჯა­როდ აზი­ა­რებ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მა­მა­კა­ცის მიერ და­წე­რილ მუ­ქა­რის მე­სი­ჯებს. და­კა­ვე­ბუ­ლი ჯა­ბა­ურს შუბ­ლის გახ­ვრე­ტით ემუქ­რე­ბო­და.

კუ­რი­ე­რი P.S.მა­ნა­ნა არჩვა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა მან აღ­ნიშ­ნულ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა. თუმ­ცა რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი მა­ნა­ნას დას­თან, ლელე არჩვა­ძეს­თან მი­ვი­და, ჯა­ბა­ურ­ზე მოკ­ლე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

"ანა ჯა­ბა­უ­რის მი­წა­ში ჩა­დე­ბა მაჩ­ვე­ნა უფალ­მა, ამო­წყვე­ტა მისი ჯი­შის და ჯი­ლა­გის“ - ამ­ბობს ქალი.

და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ერა­ძე ახლა 2 წლი­ან სას­ჯელს იხ­დის. წარ­სულ­ში მა­მა­კა­ცი ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. პრო­კუ­რო­რის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლი ჯა­ბა­ურს გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დევ­ნი­და.

სი­უ­ჟე­ტის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ, ანა ჯა­ბა­ურ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.- "რუს­თა­ვი 2“- ზე გა­სულ ამ სი­უ­ჟეტს რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა მინ­და და­ვა­მა­ტო. კრი­მი­ნალ ერა­ძის კი­დევ უფრო მე­ტად წა­ქე­ზე­ბის მიზ­ნით, მა­ნა­ნა არჩვა­ძე სა­ჯა­რო მად­ლო­ბებს უძღვნი­და, ჩემი და ჩემი დამ­ხმა­რის ადევ­ნე­ბა-შე­ვიწ­რო­ე­ბის გამო; გარ­და იმი­სა, რომ არ თა­კი­ლობ­და არა­კა­ცის მიერ ჩემ­ზე და­წე­რი­ლი ყვე­ლა ძა­ლა­დობ­რი­ვი და გარ­ყვნი­ლი პოს­ტის გა­ზი­ა­რე­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, იგი სა­პა­ტიმ­რო­შიც გა­ნაგ­რძობს მის წა­ქე­ზე­ბას. იქაც ურე­კავს და წარ­მო­უდ­გე­ნელ ბოდ­ვით ზღა­პარს უყ­ვე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლომ, რა­ტომ­ღაც ცოტ­ნე­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტი გა­მო­ი­ძია, თით­ქოს მეც გა­მა­სა­მარ­თლა და ცოტ­ნე­ზე თავ­დამ­სხმელ ტე­რო­რის­ტად მა­ღი­ა­რა. ამის შე­სა­ხებ ერა­ძემ ბოლო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე თა­ვად გა­ნა­ცხა­და (სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს).

გააგრძელეთ კითხვა