რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს, Tass-ის ფო­ტოგ­რაფ­მა, მი­ხა­ილ ტე­რეშ­ჩენ­კომ თბი­ლი­სის პრო­ტეს­ტის ფო­ტო­ე­ბით World Press Photo-ს ჯილ­დო მო­ი­პო­ვა. პრეს­ტი­ჟულ ფო­ტო­კონ­კურ­სში კრემ­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TASS-ის თა­ნამ­შრო­მელ­მა თბი­ლი­სის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ის­ტო­რია წა­რად­გი­ნა. ტე­რეშ­ჩენ­კოს ფო­ტო­ებ­მა გა­ი­მარ­ჯვა კონ­კურ­სის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ფო­ტო­ე­ბის სე­რია“. “ღა­მის კად­რებ­ში ხაზ­გას­მუ­ლია ფე­ი­ერ­ვერ­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გორც ახა­ლი ელე­მენ­ტი ქუ­ჩის შე­ტა­კე­ბებ­ში“ - ნათ­ქვა­მია World Press Photo-ის მოხ­სე­ნე­ბა­ში. რო­გორც World Press Photo წერს, ტე­რეშ­ჩენ­კო TASS-ში 2017 წლი­დან მუ­შა­ობს და სო­ცი­ა­ლურ, პო­ლი­ტი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს აღ­ბეჭ­დავს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები ბმულზე