ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ შენ­გე­ლია და ნუცა თო­ფუ­რია წლე­ბია მე­გობ­რე­ბი არი­ან. ისი­ნი და­დი­ოდ­ნენ ერ­თად შო­უ­ებ­ში, გა­მო­დი­ოდ­ნენ კონ­ცერ­ტებ­ზე, ის­ვე­ნებ­დნენ ერ­თად და ზო­გა­დად, შო­უ­ბიზ­ნეს­ში მათი წყვი­ლი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბად ით­ვლე­ბო­და. თუმ­ცა, შე­მოდ­გო­მა­ზე და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, მა­რი­ა­მი და ნუცა ბა­რი­კა­დე­ბის სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნდნენ. ნუცა ხში­რად ეს­წრე­ბა აქ­ცი­ებს და მხარს უჭერს არ­სე­ბულ პრო­ტესტს, მა­რი­ა­მი კი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დი­ო­და და ამ მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რად მო­ი­აზ­რე­ბა. მო­რაგ­ბე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ში - რა არის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რალ­ზე, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით იმ­ღე­რებსმას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ წელს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მა­რი­ამ შენ­გე­ლია წა­რად­გენს, კვი­რის პა­ლიტ­რამ ნუცა თო­ფუ­რი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს, ამ მოვ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბაც სთხო­ვა. - ვიცი, რომ შენი და მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ას ურ­თი­ერ­თო­ბა, თქვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით, "მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი" იყო. დღეს სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნდით. - დიახ, სხვა­დას­ხვა მხა­რეს ვართ. ძა­ლი­ან ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა და­მი­რე­კა. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თე­მაა და არ მინ­და ვი­ლა­პა­რა­კო. - მა­რი­ა­მი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე წა­რად­გენს, და­უ­რე­კე, წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვე? - მა­რი­ამ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ არც ერთ შე­კი­თხვა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და. "სხვა­დას­ხვა მხა­რეს ვართ. ეს ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თე­მაა..." - ნუცა თო­ფუ­რია ჯა­რი­მებ­ზე, აქ­ცი­ებ­სა და მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ა­ზეგუ­შინ, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ცე­მა­ში „ნო­ეს­თან“ მა­რი­ა­მის ინ­ტერ­ვიუ გა­ვი­და. ბოლო კი­თხვე­ბი წამ­ყვან­მა სწო­რედ ნუცა თო­ფუ­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე დას­ვა. რა­ზეც მა­რი­ა­მი ეცა­და, რომ მე­გო­ბარ­ზე დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად ესა­უბ­რა. ნ.ს.: მთე­ლი შარ­შან­დე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­შინ როცა ნუცა ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, შენ თით­ქმის ერთი ეპი­ზო­დი არ გა­მო­გი­ტო­ვე­ბია და იყა­ვი მისი ნო­მერ პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დარ­ბაზ­ში. მაგ­რამ... გწყდე­ბო­და თუ არა გული წელს, რო­დე­საც პარ­კეტ­ზე იდე­ქი და ის დარ­ბაზ­ში არ იყო. - ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, მწყდე­ბო­და გული. გააგრძელეთ კითხვა ასევე დაგაინტერესებთ: "სხვადასხვა მხარეს ვართ. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა..." - რას ჰყვება ნუცა თოფურია ჯარიმებზე, აქციებსა და პოლიტიკაზე?