"ძალიან მწყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ვგრძნობდი" - რა ხდება მეგობრებს შორის და რას ჰყვება მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე
ორი შესანიშნავი მომღერალი მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია წლებია მეგობრები არიან. ისინი დადიოდნენ ერთად შოუებში, გამოდიოდნენ კონცერტებზე, ისვენებდნენ ერთად და ზოგადად, შოუბიზნესში მათი წყვილი საუკეთესო მეგობრებად ითვლებოდა.
თუმცა, შემოდგომაზე დაწყებული პოლიტიკური აქციების ფონზე, მარიამი და ნუცა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ნუცა ხშირად ესწრება აქციებს და მხარს უჭერს არსებულ პროტესტს, მარიამი კი წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ კონცერტებზე გამოდიოდა და ამ მთავრობის მხარდაჭერად მოიაზრება.
მორაგბე შეყვარებული და მონაწილეობა "ოცნების" მხარდამჭერ კონცერტებში - რა არის ცნობილი მომღერალზე, რომელიც, სავარაუდოდ, "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით იმღერებსმას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ წელს ევროვიზიაზე საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს, კვირის პალიტრამ ნუცა თოფურიასთან ინტერვიუს დროს, ამ მოვლენის შეფასებაც სთხოვა.
- ვიცი, რომ შენი და მარიამ შენგელიას ურთიერთობა, თქვენივე სიტყვებით, "მეგობრობაზე მეტი" იყო. დღეს სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით.
- დიახ, სხვადასხვა მხარეს ვართ. ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა და არ მინდა ვილაპარაკო.
- მარიამი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს, დაურეკე, წარმატებები უსურვე?
- მარიამთან დაკავშირებით დასმულ არც ერთ შეკითხვაზე ლაპარაკი არ მინდა.
"სხვადასხვა მხარეს ვართ. ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა..." - ნუცა თოფურია ჯარიმებზე, აქციებსა და მარიამ შენგელიაზეგუშინ, ტელევიზიით გადაცემაში „ნოესთან“ მარიამის ინტერვიუ გავიდა. ბოლო კითხვები წამყვანმა სწორედ ნუცა თოფურიასთან ურთიერთობაზე დასვა. რაზეც მარიამი ეცადა, რომ მეგობარზე დიპლომატიურად ესაუბრა.
ნ.ს.: მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში, მაშინ როცა ნუცა ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობდა, შენ თითქმის ერთი ეპიზოდი არ გამოგიტოვებია და იყავი მისი ნომერ პირველი გულშემატკივარი დარბაზში. მაგრამ... გწყდებოდა თუ არა გული წელს, როდესაც პარკეტზე იდექი და ის დარბაზში არ იყო.
- ძალიან, ძალიან, მწყდებოდა გული.
ასევე დაგაინტერესებთ: "სხვადასხვა მხარეს ვართ. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა..." - რას ჰყვება ნუცა თოფურია ჯარიმებზე, აქციებსა და პოლიტიკაზე?